მაიკლ დუგლასი კიბოს გაჩენას ორალურ სექსს აბრალებს

    ორი „ოსკარისა“ და სამი „ოქროს გლობუსის“ მფლობელი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი მაიკლ დუგლასი სიმსივნის გამომწვევ მიზეზებზე ინტერვიუში „გარდიანს“ ესაუბრა. მან ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნანობდა თუ არა იგი, რომ ახალგაზრდობაში ალკოჰოლსა და სიგარეტს ეტანებოდა, უპასუხა, რომ – არა. “სპეციფიკური სიმსივნე გამოიწვია ადამიანის პაპილომა ვირუსმა, რომელიც კუნილინგუსის შედეგად გადმომედო. დიახ, კუნილინგუსის შედეგად”,- განაცხადა მსახიობმა.
თავიდან იგი დაავადების გაჩენას სტრესს აბრალებდა, რომელიც შვილის დაპატიმრებას მოჰყვა, თუმცა, მსახიობის თქმით, დაავადების გაჩენის მიზეზი სწორედ ვენერიული დაავადება გახდა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობს ხორხის სიმსივნის მეოთხე სტადია 2010 წელს დაუდგინეს, თუმცა ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ, 2011 წელს მსახიობმა განაცხადა, რომ სიმსივნე დაამარცხა. ახლა ვარსკვლავი ნახევარ წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკურ გამოკვლევას იტარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები