რუსეთის "გაზპრომმა" უკრაინას შესაძლოა, გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

  რუსეთის მიმართ “ნაფტოგაზ უკრაინას” დავალიანებამ ამ დროისთვის 1.89 მილიარდი დოლარი შეადგინა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს “გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განუცხადა. მილერის განცხადებით, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ გაზის საფასურის გადახდა შეწყვიტა. ეს მთლიანად ეწინააღმდეგება კონტრაქტს და საერთაშორისო ვაჭრობის პრაქტიკას. “ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ საკონტრაქტო პირობებს, მაგრამ გაზის უფასოდ მიწოდება არ შეგვიძლია. უკრაინა ან ფარავს დავალიანებას და მიმდინარე მიწოდებას, ან ჩნდება რისკი 2009 წლის დასაწყისის პერიოდში დაბრუნებისა. შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციას რუსეთის მთავრობას მივაწვდით”, – განაცხადა მილერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები