დავით ნარმანიამ „ვენდის“ Drive-Thru რესტორანი გახსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდთან და „ვისოლი ჯგუფის“ ხელმძღვანელ სოსო ფხაკაძესთან ერთად აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე ქსელ „ვენდის“ Drive-Thru რესტორანი გახსნა.
დავით ნარმანიას თქმით, „ვენდის“ Drive-Thru რესტორნის გახსნით ბიზნესსექტორმა ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს უპასუხა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებით ობიექტის მშენებლობასა და ექპსლუატაციაში შესვლის პროცესს მაქსიმალურად შეუწყო ხელი.
„ახალი რესტორნის გახსნა მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, რადგან დასაქმდა ხალხი, ბიუჯეტი კი დამატებით შემოსავალს მიიღებს“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
აშშ-ს ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, ამერიკული ბრენდის კიდევ ერთი რესტორნის გახსნა იმის დასტურია, რომ საქართველოში მეწარმეობა ვითარდება, ქვეყანა კი ღიაა ბიზნესისთვის.
„ვენდის“ Drive-Thru რესტორანი ბურგერებს, კაფესა და სათამაშო ზონებს აერთიანებს. მომხმარებელს საშუალება აქვს 24 საათის განმავლობაში შეუკვეთოს და გზად გააყოლოს ბრენდის პროდუქცია.
ამერიკული რესტორნების ქსელის „ვენდის“ პირველი ობიექტი საქართველოში 2013 გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები