ჯასტინ ბიბერის საძინებელში უცნობი გოგონა იპოვეს

  ატლანტის პოლიციამ ჯასტინ ბიბერის მიერ დაქირავებულ სახლის საძინებელში მძინარე გოგონა იპოვა. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. სახლის მფლობელი პროდიუსერი დალას ოსტინია. როგორც 23 წლის ქინინგ ზოა აცხადებს, იგი მომღერლის დაბადების დღეზე აპირებდა დასწრებას და სახლში ღია კარიდან შევიდა მაშინ, როცა იქ არავინ იმყოფებოდა. პოლიციის განცხადებით, მომღერალმა დაბადების დღე სულ სხვა ადგილას აღნიშნა. გოგონა აცხადებს, რომ ბიბერის მეგობარია, თუმცა გამომძიებლების ინფორმაციით, იგი მომღერლის მილიონობით ფანიდან ერთ-ერთია. ქინინგ ზოას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები