უკრაინის ნაკრები სოჭში პარაოლიმპურ თამაშებზე რჩება

   უკრაინის ნაკრებმა გადაწყვიტა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის რთული პოლიტიკური ურთიერთობების მიუხედავად, ისინი დარჩებიან სოჭის პარაოლიმპიურ თამაშებზე,- ამის შესახებ განცხადება უკრაინის პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ვალერი სუშკევიჩმა გააკეთა. “ჩვენ ვრჩებით პარაოლიმპიადაზე, რომ ვახსოვდეთ სუვერენული სახელმწიფო – უკრაინა, რომელმაც თავისი სპორტსმენები აქ გამოგზავნა”,- ამის შესახებ ვალერი სუშკევიჩმა სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რაიმე გამოუსწორებელი, უკრაინელები იმ წამსვე დატოვებენ თამაშებს. როგორც “ბი-ბი-სის” კორესპონდენტი აცხადებს, უკრაინის ნაკრების მონაწილეობა პარაოლიმპიურ თამაშებზე სოჭში ბოლო წუთამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები