გიორგი ლაფერაშვილს სამი ტყუპი შეეძინა – ვიდეო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს გიორგი ლაფერაშვილს სამი ტყუპი შეეძინა. ახალშობილები 2 ბიჭი და 1 გოგოა – სანდრო, ნიკოლოზი და ელენე. დედაც და ბავშვებიც თავს კარგად გრძნობენ.
„უჩვეულო ტყუპები დაიბადნენ. სამი ტყუპი მოევლინა ამ ქვეყანას. ეს გახლდათ პირველი ორსულობა. დღეს ისინი რაიმე დამატებით ჩარევას არ საჭიროებენ. ჩვენდა სასიხარულოდ, დედაც და ბავშვებიც თავს კარგად გრძნობენ“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა დავით კობეშავიძემ.
მამრობითი სქესის ახალშობილების წონა 1კგ და 900 გრ-ია, მდედრობითისა კი – 2 კგ და 300 გრ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები