ქობულეთში სასტუმროებისა და ოჯახური ტიპის სასტუმროების შემოწმება იწყება

 

ზაფხულის სეზონის დაწყებამდე ქობულეთში ყველა სასტუმრო შემოწმდება. განსაკუთრებულად, კი საოჯახო ტიპის სასტუმროებს შეამოწმებენ.

ქობულეთის გამგებლის მოადგილე განმარტავს, რომ სპეციალურ კომისიას მხოლოდ სასტუმროების შესახებ ინფორმაციების შეგროვებისა და მათთვის რეკომენადაციების გაცემის კომპეტენცია ექნება, რადგან კანონი მეტის უფლებას არ აძლევთ. „ჩვენ არ გვაქვს კანონი იმის შესახებ, რომ კერძო სექტორი უსაფრთხოების ნორმების შესახებ, დავავალდებულოთ. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია შემოვიფარგლოთ გაფრთხილებით და ცნობის მიცემით რომ რეკომენდაციები გაითვალისწინონ“, – აცხადებს ქობულეთის რაიონის გამგებლის მოადგილე რატი მეგრელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები