თურქეთში შესაძლოა ფეისბუქი და იუთუბი დაბლოკონ

  თურქეთში შესაძლოა ფეისბუქი და იუთუბი დაბლოკონ,- ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, მიზეზი, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პრემიერის მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები გახდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, წყაროს ცნობით, ერდოღანი საკუთარ ვაჟთან საუბარში ქრთამის აღების საკითხებს განიხილავს.30 მარტს ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნებია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერდოღანის რეიტინგი მკვეთრად დაეცა, რის გამოც მმართველი გუნდი შესაძლოა, დამარცხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები