იანუკოვიჩზე შესაძლოა, ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდეს

  უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე შესაძლოა, ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდეს. უკრაინისგან ინტერპოლმა მოთხოვნა უკვე მიიღო, ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული. ოფიციალური ცნობით, იანუკოვიჩს ბრალი ძალაუფლების გადამეტებასა და მკვლელობების ორგანიზებაში ედება. ინტერპოლმა უკრაინის მთავრობისგან მოთხოვნა 5 მარტს მიიღო, თუმცა საკითხი ჯერჯერობით განხილვის ეტაპზეა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები