თხილის მავნებლების წინააღმდეგ წამლობა იწყება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა სამმართველომ თხილის ტკიპასთან და მავნებელ ხარაბუზასთან ბრძოლა დაიწყო. სამინისტროს ცნობით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და შხამქიმიკატები, რათა მავნებელი დროულად განადგურდეს.
„მასშტაბური კამპანია გუშინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის თხილის პლანტაციებიდან დაიწყო, დღეიდან კი შეწამლის პროცესი მთელი რეგიონის მასშტაბით დაიწყება. მოსახლეობამ შეწამლისთვის ადგილობრივ გამგეობებს და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა. შეწამლის პროცესის დაწყებას სენაკში სოფლის მეურნეობის რეგიონული სამმართველოს უფროსი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ. ხარაბუზა და თხილის ტკიპა ფერმერებს ბოლო წლებია დიდ პრობლემას უქმნის. მავებელი განსაკუთრებით წელს მომრავლდა. ხარაბუზა ახმობს თხილის ნარგავებეს, ტკიპა კი თავად თხილის ნაყოფს ადრეულ სტადიაზევე ანადგურებს“, – განმარტავენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები