საპატრიარქო: ინტერნეტში გავრცელებული ტექსტი შორენა თეთრუაშვილს არ ეკუთვნოდა

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის სახელით ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შორენა თეთრუაშვილის სახელით გავრცელებული ტექსტი, თეთრუაშვილს არ ეკუთვნოდა.
“კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის სახელით ინტერნეტ-სივრცეში ახლახან გავრცელებული ტექსტი ქ-ნ შორენა თეთრუაშვილს არ ეკუთვნის. საერთოდ, იგი საჯაროდ არასოდეს აფიქსირებს თავის პირად პოზიციას და არ სარგებლობს არც ერთი სოციალური ქსელით. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც მორიგ სიცრუესთან გვაქვს საქმე”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ შორენა თეთრუაშვილის სახელით სოციალურ ქსელში ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც იგი საქართველოს წართმეულ მიწებზე საუბრობდა და რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები