მიხეილ გიორგაძე: სიტყვებიც არ მყოფნის, რომ გამოვხატო ის, რასაც ახლა ვგრძნობ

სიტყვებიც არ მყოფნის იმისთვის,რომ გამოვახტო ის, რასაც ახლა ვგრძნობ – ასე გამოეხმაურა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქობულეთში დატრიალებულ ტრაგედიას. მინისტრის თქმით, მომხდარი ფაქტი უმძიმესი ტრაგედიაა.
„რა თქმა უნდა, შესაბამისი გამოძიებაც ჩატარდება, მაგრამ საქმე ისაა,რომ ბავშვებს არ დაგვიბრუნებს. უმძიმესი ტრაგედიაა, სიტყვებიც არ მყოფნის იმისთვის, რომ გამოვახტო ის, რასაც ახლა ვგრძნობ“,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ქობულეთში მდებარე სასტუმრო “არმაზში” ხანძარმა სამი ბავშვი იმსხვერპლა. ტრაგედია გუშინ, გამთენიისას მოხდა. რუსთავის ცეკვის ანსამბლი “სიხარული 2” ქობულეთში კონცერტის გასამართად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი იმ ოთახში დამონტაჟებული კონდიციონერების სადენებიდან გაჩნდა, რომელშიც დაღუპული ბავშვები იყვნენ დაბინავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები