დავით ნარმანიამ დიდუბეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდუბის რაიონში ახალი სკვერების მოწყობის და შიდა კვარტალური გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
დავით ნარმანია, მის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან, რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლადო ძნელაძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.
როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრებზე იკვეთება სხვა საჭიროებებიც, რომლის მოგვარებაზეც რაიონის გამგეობა დედაქალაქის მერიასთან ერთობლივად იმუშავებს.
დიდუბის რაიონში 15 მისამართზე ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები 10 861 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს, რისთვისაც დიდუბის რაიონის ბიუჯეტიდან, 384 884 ლარია გამოყოფილი.
ობიექტებზე უკვე მოეწყო 1 440 მეტრი ბორდიური, 2 416 კვადრატულ მეტრზე დაიგო ბეტონის დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულებისთანავე სკვერებში დამონტაჟდება დეკორატიული სკამები, ახალი სანაგვე ურნები და ლითონის უსაფრთხოების ღობეები.
ახალი სკვერების მოწყობის პარალელურად, დიდუბის რაიონში არსებულ 20 სკვერს აღდგენითი სამუშაოები უტარდება, რაზეც რაიონის გამგეობა 209 390 ლარს დახარჯავს. ყველა სკვერი შშმ პირებისთვის ადაპტირებული