გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მოქალაქეებს საქართველოში საკუთარი აზრის გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ

NDI-ის კვლევის ფარგლებში, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მოქალაქეებს საქართველოში საკუთარი აზრის გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ. შეკითხვაზე: რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა? – 43 %-მა აირჩია კატეგორია “სრულად ვეთანხმები”, 37 % აღნიშნულს “ნაწილობრივ ეთანხმება”, 12 % “ნაწილობრივ არ ეთანხმება”, 4 % კი – “საერთოდ არ ეთანხმება”. რაც შეეხება სხვა მოსაზრებებს: გამოკითხულთა 23 % სრულად, 37 % კი ნაწილობრივ ეთანხმება, რომ “არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ საშუალება, თავისუფლად იმუშაონ და გააკონტროლონ მთავრობის  საქმიანობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები