NDI-ს მიერ გამოკითხულთა უმეტესობა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით გაწეული მომსახურებით კმაყოფილი დარჩა

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, რომელმაც დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა, გაწეული მომსახურებით კმაყოფილი დარჩა. კვლევის თანახმად, ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით, გამოკითხულთა 43%-მა ისარგებლა, 55%-მა – არა.
რაც შეეხება იმ 43%-დან უმრავლესობას, ვინც დაზღვევის პროგრამა გამოიყენა, 57% გაწეული მომსახურებით “სრულიად კმაყოფილი”, 33% – “ნაწილობრივ კმაყოფილი”, 5 % – “ნაწილობრივ უკმაყოფილო”, 3% კი – “სრულიად უკამყოფილო” დარჩა. რაც შეეხება შეკითხვას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმართეთ თუ არა შემდეგ დაწესებულებებს: გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს (112), რესპონდენტთა 32% დაუკავშირდა; იუსტიციის სახლს – 24%, მერია/გამგეობას – 11%, საკრებულოს 6%, პოლიციას – 3%, სასამართლოს – 2%, პარლამენტსა და პროკურატურას კი – 1%.
ამასთან, 112-ის მიერ გაწეული მომსახურებით რესპონდენტთა 90%-ზე მეტი კმაყოფილია, 6% – უკმაყოფილო. იუსტიციის სახლის მომსახურებასთან დაკავშირებით კმაყოფილება 96%-მა გამოთქვა, მერიის და გამგეობის მიერ გაწეული მომსახურება დადებითად 58%-მა შეაფასა, საკრებულოს მომსახურებით კმაყოფილია – 69%, პოლიციის მიერ გაწეული მომსახურებით კი – 70%. კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები