გიგლა აგულაშვილი გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორს მარტინ ჰომოლას შეხვდა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში ერთობლივად განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. „საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის პროგრამა“, „ კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა“, „ბიომრალავფეროვნების მდგრადი მართვა საქარველოში“, „გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჰიდროელექტრო სადგურებიდან გამოწვეული კომულაციური ზემოქმედების კუთხით“, „ეროზიის ინტეგრირებული კონტროლის ღონისძიებები სამხრეთ კავკასიაში“, – ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შეხვედრას გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი და გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელები ესწრებოდენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები