,,ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე“ – ოზურგეთში ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით აქცია გაიმართა

,,ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის დემონსტრირებისა და პოპულარიზაციის მიზნით ამ სახელწოდებით აქცია გაიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჯერ ურეკში, შემდეგ კი გომის მთაზე უმასპინძლეს. მთისა და ზღვის კურორტებს კი ერთმანეთთან მხოლოდ 60 კილომეტრი და დაახლოებით 45 წუთიანი გზა აშორებს.
გომის მთა ზღვის დონიდან 2100-2700 მეტრზე მდებარეობს, გარშემორტყუმულია წიწვოვანი ტყითა და წყაროებით, კურორტს უკვე ათწლეულებია ადგილობრივები სტუმრობენ, თუმცა წელს ინფრასტრუქრუტული პროექტების განხორციელება იწყება. წყალმომარაგება და სამომავლოდ ენერგეტიკის სამინისტროთან ერთად ელექტროენერგიით უზრუნველყოფა- – იმისთვის რომ გომის მთამ მუდმივი დამსვენებლები შეინარჩუნოს და ტურისტების მისაღებადაც მზად იყოს- კურორტის კეთილომოწყობის პირველი ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.
სტუმრები ჯერ–ჯერობით კურორტს მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობენ- თუმცა სამომავლოდ გომის მთა შესაძლოა სამთო სათხილამურო კურორტადაც იქცეს- რადგან თოვლი 8 თვის განმავლობაში არ დნება.
ზღვა, მზე და წვრილი ხავერდოვანი ქვიშა ურეკს საუკეთესო დასასვენებელ და სამკურნალო ადგილად აქცევს. ამიტომაც გურიის ამ შავიზღვისპირეთს ზაფხულობით ტურისტები არ აკლია.

11146638_10152919612164779_52524838216152672_o

11205521_10152919612174779_4673545958078945190_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები