შოთა რეხვიაშვილი მალაიზიის პარლამენტის ვიცე- სპიკერს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, მალაიზიის პარლამენტის ვიცე- სპიკერთან დათუკ სერი როლანდ კიარესთან ერთად, წეროვანის დევნილთა ჩასახლება მოინახულა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შოთა რეხვიაშვილმა სტუმარს სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის, „სოფლად სახლის“ და დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების პროგრამებზე. მინისტრის მოადგილე და მალაიზიის პარლამენტის ვიცე სპიკერი ადგილზე გაეცნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებსა და მათი საცხოვრებელ პირობები დაათვალიერეს.