ია მაკასარაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა – ია მაკასარაშვილმა, მისივე რაიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. დეპუტატმა თითოეულს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა. „მე მინდა ქართველ ვეტერანებს მსოფლიო ბოროტებაზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მივულოცო.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დიდი წვლილი მიუძღვის ფაშიზმზე გამარჯვებაში. 300 000 ქართველი ემსხვერპლა ომს, რათა მომავალი თაობა ეხსნა ტირანიისაგან. სამწუხაროდ, ყოველწლიურად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რიგები სულ უფრო მცირდება. ამიტომ ჩვენი ვალია არამარტო დავაფასოთ ამ ადამიანების თავდადება, არამედ გმირობის ისტორიული ამბავი მომავალ თაობასაც გადავცეთ”, – განაცხადა ია მაკასარაშვილმა.