ტურჩინოვმა ყირიმის პარლამენტი დაითხოვა

 უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ყირიმის პარლამენტი დაითხოვა. ასევე გააუქმა რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებაც. ყირიმის შემდეგ რუსეთთან მიერთება მოითხოვა სევასტოპოლმაც – ქალაქმა, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, მაგრამ ოფიციალურად ავტონომიის შემადგენლობაში არ არის. პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ უნდა იყოს ფედერაციის ნაწილი და 16 მარტს რეფერენდუმშიც მიიღებს მონაწილეობას. ადგილზე, სადაც რეალურად ორხელისუფლებიანობაა, ვითარება დაძაბულია. უკრაინელი სამხედროები შტურმს ელოდებიან. რეგიონში კაზაკების რამდენიმე დანაყოფი შევიდა. ისინი ქერჩში ბორნებს აკონტროლებენ. კვლავ ალყაშია სამხედრო ბაზა ევპატორიაში. უკრაინის ტერიტორიულ წყლებში კი ამერიკული სამხედრო ხომალდი “ჯორჯ ბუში” შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები