ამერიკული სამხედრო ხომალდი შავი ზღვისკენ მიემართება

  ამერიკული სამხედრო ხომალდი, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით არის აღჭურვილი, შავი ზღვისკენ მოემართება. ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, საბრძოლო გემმა უკვე დატოვა საბერძნეთის პორტი და შავ ზღვაში შესვლის შემდეგ ბულგარეთისა და რუმინეთის საზღვაო ფლოტის ხომალდებთან ერთად წვრთნაში ჩაერთვება. პენტაგონმა ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ბალტიის ზღვის სანაპიროებისკენ მოიერიშეები გაგზავნა, რომლებიც ნატოს ძალებს რეგიონში პატრულირების გაძლიერებაში დაეხმარებიან. ასევე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ პოლონეთში საბრძოლო ვერტფრენები გადაისროლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები