უკრაინაში რუსულ პროდუქციას ბოიკოტს უცხადებენ

  უკრაინაში რუსული პროდუქციის ბოიკოტირება დაიწყო. უკრაინელი მომხმარებლები ახალი დევიზს ახმაურებენ: “მოვუგოთ რუსეთს სუპერმარკეტიდან გაუსვლელად”. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ უკრაინაში მაცხოვრებლებმა მხოლოდ უკრაინული პროდუქცია შეიძინონ: არაყი, საჭმელი, კოსმეტიკა თუ ბენზინი. რუსები ღელავენ, რომ ეს აქცია არ არის გათვლილი პროდუქტის ხარისხზე, არამედ პოლიტიკურ იდეას ატარებს!. უკრაინაში პოპულარული ხდება “ეკონომიკური პატრიოტიზმი”, რომელიც მხოლოდ უკრაინული პროდუქტის შეძენას გულისხმობს. ერთი კვირის წინ ინტერნეტში გიდიც გამოჩნდა, რომელიც ასწავლის მომხმარებელს, როგორ შეცვალონ უცხო პროდუქცია უკრაინულით. რუსული პროდუქციის წინააღმდეგ აქციის დაწყება რუსეთის საბჭოს გადაწყვეტილებას დაემთხვა, რომელმაც რუსული სამხედროების შეზღუდული რაოდენობით ყირიმში განლაგების გადაწყვეტილება გამოაცხადა. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ უკრაინელ ხალხს, რომ მათ არ შეიძინონ აგრესორი ქვეყნის პროდუქცია და ისინი მშობლიური – უკრაინული პროდუქციით შეცვალონ!. ჩვენი ფული ჩვენვე უნდა დაგვიბრუნდეს ჩვენი ეკონომიკის აღსადგენად და არ წავიდეს პუტინის ჯიბეში! აქცია უკრაინული პორტალების: “Delo.Ua”-ს და “Marketing Media Review”-ის ინიციატივით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები