დავით უსუფაშვილი ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვხატავ ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რთულია იპოვო სანუგეშო სიტყვები, როდესაც საქმე სამი არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება.
ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მეგობრებს და მთელ საქართველოს“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში. ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში” ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები