თამარ სანიკიძე: ქობულეთში დატრიალებულმა უბედურებამ უდიდესი გულისტკივილი გვაგრძნობინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. “უდიდესია გულისტკივილი, რომელიც ქობულეთში დატრიალებულმა უბედურებამ გვაგრძნობინა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიას და თანავუგრძნობ მათ. ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა”, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სამძიმრის განცხადებაში. ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში” ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები