“პოზიციის” ორგანიზებით კინომსახიობთა თეატრმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უმასპინძლა(ფოტო,ვიდეო)

 

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ წარმომადგენლები 9 მაისს 13 საათზე თბილისში, ვაკის პარკში შეკრებილ ომისა და შრომის ვეტერანებს შეხვდნენ და „უცნობი ჯარისკაცის მემორიალი“ გვირგვინით შეამკეს.

საღამოს 8 საათზე კი „პოზიციის“ ორგანიზებით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა ფაშიზმზე გამარჯვების სამოცდაათი წლისთავი ომისა და შრომის ვეტერანებთან ერთად აღნიშნა.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, თეატრში წარმოდგენილ იქნა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების – „რამ შემქმნა ადამიანად“ – მიხედვით რეჟისორ ქეთი დოლიძის მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი სპექტაკლი.

20

11-300x225

17

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები