ქობულეთში ცეცხლწაკიდებული სასტუმროდან პოლიციელებმა და მაშველებმა 45 ადამიანი გამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამთენისას ქობულეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პატრულირებისას შეამჩნიეს კვამლი სასტუმროს შენობიდან. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (სახანძრო) თანამშრომლებმა, პოლიციელებმა და მაშველებმა ერთობლივად, ცეცხლწაკიდებული შენობიდან 45 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის 31 ბავშვი და სასტუმროში მომუშავე ადამიანები. ხანძარმა სამი ბავშის სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას ნიშნავს, „რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“. სასტუმროში მყოფი ადამანების ევაკუაციასა და ხანძრის ჩაქრობაზე აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების ცხრა ჯგუფი მუშაობდა.
წყარო: http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/44730/