ჯაბა სამუშიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი მიულოცა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თემქის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა – ჯაბა სამუშიამ, ამავე რაიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი მიულოცა და გამგეობის სახელით ნობათი გადასცა.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვეტერანები სპეციალურად დღევანდელი დღისათვის დამზადებული მედლებითაც დაჯილდოვდნენ.
ჯაბა სამუშიამ დღევანდელი დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ომში მონაწილე ქართველთა გმირობაზე, დაღუპულთა რიცხვზე და იდეისთვის თავგანწირვაზე ისაუბრა.
„ამ რეალობისგან და სისხლიანი ქრონიკებისგან 70 წელი გვაშორებს. ჩვენ განვიცდით დანაკარგს, რაც ომმა მოგვიტანა, თუმცა გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველო ამ წარმატების მხარდამჭერი ქვეყანა გახდა“ – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები