თამარ ბერუჩაშვილმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა პატივსაცემად მემორიალი დიპლომატიური კორპუსის სახელით გვირგვინი წმინდა საყდრის ნუნციუსმა საქართველოში, დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა შეამკო. ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავზე საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ელჩებმა.
“დღეს აქ მოვედი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად. ეს დღე არის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო. ფაშიმზე გამარჯვებაში ქართველმა ხალხმა განუზომლად დიდი წვლილი გაიღო – 300 000 ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას და თავისი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომში, XX საუკუნის ყველაზე დიდი ბოროტების – ფაშიზმის დამარცხებაში. დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა ქედი მოვიხაროთ ყველა დაღუპულის წინაშე, ასევე პატივისცემა გამოვუხატოთ ვეტერანებს, რომლებიც დღეს აქ ჩვენს გვერდით არიან”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები