ა/ო “პოზიციის” წარმომადგენლებმა ვაკის პარკში “უცნობი ჯარისკაცის მემორიალი” გვირგვინით შეამკეს.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზცია „პოზიცია“-ს წარმომადგენლები 9 მაისს 13 საათზე თბილისში, ვაკის პარკში „უცნობი ჯარისკაცის მემორიალი“ გვირგვინით შეამკო და იქ შეკრებილ ომისა და შრომის ვეტერანებს შეხვდნენ.
საღამოს 8 საათზე კი „პოზიცია“-ს ორგანიზებით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი ფაშიზმზე გამარჯვების სამოცდაათ წლისთავს ომისა და შრომის ვეტერანებთან ერთად აღნიშნავს. სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, თეატრში წარმოდგენილი იქნება ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების – „ რამ შემქმნა ადამიანად“ – მიხედვით რეჟისორ ქეთი დოლიძის მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, რომელზეც „პოზიცია“-ს მხარდაჭერით 150 ვეტერანია მიწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები