„ევროკავშირი უკრაინას 15 მილიარდ დოლარს გამოუყოფს“

  ევროკავშირის ქვეყნები უკრაინული საქონლისთვის ბაზარს ცალმხრივად გახსნიან,- ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. იაცენიუკის თქმით, ფინანსურ-ეკონომიკური დახმარება ევროკავშირისაგან 15 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„ძირითადი საშუალებებიდან, რომლებიც მართული იქნება, პირველ რიგში საუბარია მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომელიც უკრაინამ უახლოეს დროში უნდა მიიღოს. ეს არის 2 მილიარდი დოლარი“, – განაცხადა იაცენიუკმა. როგორც პრემიერმა განმარტა, პაკეტის ცალკეულ პუნქტს უკრაინის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები წარმოადგენს. „ევროპელმა პარტნიორებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმების ერთმხრივი შესრულების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინული ნაწარმისა და საქონელმწარმოებლებისთვის ევროპულ ბაზარს ხსნიან“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები