დავით თევზაძე: ეს არის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც საქართველოს ერთ ომში განუცდია
ეს არის ხსოვნა იმ 300 ათასი ქართველისა, რომლებიც სახლში ვერ დაბრუნდნენ – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “საქართველო მშვიდობისთვის” დამფუძნებელმა დავით თევზაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან განაცხადა.
“ეს არის პირველ რიგში ხსოვნა, იმ 300 ათასი ქართველის, რომლებიც სახლში ვერ დაბრუნდნენ. ეს არის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც საქართველოს ერთ ომში განუცდია. გარდა ამისა, ეს არის დღე, რომელიც სიმბოლოა იმ გამარჯვების, რომელშიც ქართველებსაც აქვთ წვლილი”, – განაცხადა დავით თევზაძემ.