დავით სერგეენკო: მოვედით იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ გარდაცვლილების ხსოვნას
ვინც თავისი გმირობით გადაარჩინა მსოფლიო, ასეთი ადამიანები 2000-ზე მეტია და ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ და მხარში ამოვუდგეთ თითოეულ მათგანს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან განაცხადა.
მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცა.
“ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ გარდაცვლილების ხსოვნას და მივულოცოთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი გმირობით გადაარჩინეს მსოფლიო. ასეთი ადამიანები 2000-ზე მეტი არიან და ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ და მხარში ამოვუდგეთ თითოეულ მათგანს. რაც შეეხება გარკვეულ სადღესასწაულო ფინანსებს, ჩვენ შეგვეძლება, რომ გამოვუყოთ მათ თანხა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.