დავით უსუფაშვილი: პარლამენტმა მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანი სპეციალური საპატიო სიგელებით დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უცნობი ჯარისკაცი საფლავი, ფაშიმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, გვირგვინით შეამკო.
უსუფაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ომის ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა.
“დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ბებიების, პაპებისთვის, დიდი ბებიების, დიდი პაპიებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. დღევანდელ დღეს ზეიმობს სრულიად მსოფლიოც, ვინაიდან ფაშიზმი წალეკვით ემუქრებოდა ყველაფერს, რაც მანამდე კაციობრიობის მიერ იყო მოპოვებული და შექმნილი. ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჩვენ მადლობას ვუხდით ომის ვეტერანებს. საქართველოს პარლამენტმა სპეციალური საპატიო სიგელებით დააჯილდოვა მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანი. ჩვენ მათ კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ ბედნიერ სიბერეს, ვუსურვებთ იმას, რომ მოესწრონ ერთიან და მთლიან საქართველოს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები