გლდანის რაიონში ცენტრალური ქუჩების დაგება დაიწყება

გლდანის მე-4 მ/რ-ში ქერჩის ქუჩა N 1-ის შიდა კვარტალურ გზებზე ასფალტის საფარი იგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების თანამშრომლებმა და ა.ა.ი.პ. ,,მუნიციპალური ლაბორატორია“ დაათვალიერეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ახალი ბორდიურები, გვერდულები, კორპუსის წვიმისგან დამცავი სარინელები, დაიგო 5 სანტიმეტრიანი ასფალტის საფარი. აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში სულ 1692 კვ.მეტრი მიწის ფართობი დამუშავდა. პროექტის განსახორციელებლად რაიონის ბიუჯეტიდან 50760 ლარი გამოიყო.
გლდანის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები ორ კაპიტალურ ქუჩასა და 6 შიდაკვარტალურ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ასფალტის დასაგებას გზების მოსამზადებელ სამუშაოებს შ.პ.ს. ,,გზამშენი 2“ და ,,პირამიდა“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები