„პოზიცია“ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისს სიურპრიზს უმზადებს

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზცია „პოზიცია“-ს წარმომადგენლები 9 მაისს, 13 საათზე თბილისში, ვაკის პარკში „უცნობი ჯარისკაცის მემორიალს“ გვირგვინით შეამკობენ და იქ შეკრებილ ომისა და შრომის ვეტერანებს შეხვდებიან.
საღამოს 8 საათზე კი „პოზიცია“-ს ორგანიზებით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი ფაშიზმზე გამარჯვების სამოცდაათ წლისთავს ომისა და შრომის ვეტერანებთან ერთად აღნიშნავს.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, თეატრში წარმოდგენილი იქნება ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების – „რამ შემქმნა ადამიანად“ – მიხედვით რეჟისორ ქეთი დოლიძის მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, რომელზეც „პოზიცია“-ს მხარდაჭერით 150 ვეტერანია მიწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები