„ცხოვრება ხელოვნებით, უფრო საინტერესო და ლამაზია…“

„ხატვა ექვსი, შვიდი წლიდან დავიწყე. როგორც ჩანს, თანდაყოლილი ნიჭი აღმოჩნდა. მშობლებმაც შეამჩნიეს, რომ კარგად ვხატავდი და ნამუშევრების შენახვა გადაწყვიტეს. ვერ გეტყვით, პირველად რა დავხატე, მაგრამ მაქვს ძველი ნამუშევრები, რომლებიც იმ პერიოდის მოგონებებთან მაკავშირებს. თავიდან ფერადი ფანქრებით ვხატავდი, მოგვიანებით ორი ტიპის ზეთოვან და ცარცის პასტელზე გადავედი.
გარკვეული პერიოდი დავდიოდი მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ხატვის წრეზე, მაგრამ იქ ვერ ავუღე ალღო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ტექნიკის სწავლა, მაგრამ მე მაინც ჩემეული ხედვა მიმაჩნდა სწორად და გადავწყვიტე, ჩემით გამეგრძელებინა ხატვა…“ – დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლის, მეცხრე კლასის მოსწავლე სოსო იოსელიანი.11165999_849790481736672_131776184_n

– როგორ გარემოში მოგწონს მუშაობა?
– გააჩნია, როგორ განწყობაზე ვარ. არის შემთხვევები, როცა მარტო მინდა ყოფნა და სანამ ნამუშევარს არ დავასრულებ, არავინ არ უნდა ნახოს. ხანდახან პირიქით, ხალხი და მუსიკაც აუცილებელია.
– გიყვარს პეიზაჟების ხატვა და მწვანე ფერი…
– დიახ, ზაფხულის პოზიტიური ფერები, გამორჩეულად მწვანე ფერი მიყვარს. მიყვარს თოვლიც, ღრუბლებიც, მაგრამ უფრო მწვანეს ვანიჭებ უპირატესობას და თითქმის ყველა ნამუშევარში ვიყენებ.
პეიზაჟების ხატვა ყველაზე მეტად მიყვარს. მაქვს პორტრეტები და აბსტრაქციებიც, მაგრამ პეიზაჟში სივრცე, რაც მე ძალიან მიყვარს, უფრო სხვანაირია. მისი გადმოტანა ფურცელზე კი სიამოვნებას მანიჭებს. პორტრეტების შემთხვევაში, ადამიანს გააჩნია, ვინ არის. მას დამახასიათებელი ნაკვთები უნდა ჰქონდეს და განსხვავებული პიროვნება უნდა იყოს, რომ დავინტერესდე. აბსტრაქცია მაინცდამაინც არ მიზიდავს, ჩემეული არ არის. ერთი, ორი ნამუშევარი დავხატე, მაგრამ არ მომეწონა.
ჩემი მუზა ხშირ შემთხვევაში ფანტაზიაა. ვხატავ, ჩემს გრძნობებს, ემოციებს, რასაც ვფიქრობ, მაგრამ ძალიან მომწონს ჩემი სოფლის ბუნება და იქაც გავდივარ პეიზაჟების შესაქმნელად.
– შენს ნამუშევრებს შორის, გამორჩეული ნახატები გაქვს?11198541_849790485070005_985665239_n
– დიახ, მაქვს. ერთი არის ჩემი სოფლის – ზოვრეთის პეიზაჟი. ბავშვობიდან მიყვარს ეს ადგილი და ზეთოვან პასტელშია შესრულებული. ძალიან მიყვარს აგრეთვე, ზამთრის პეიზაჟი და ახალი ნამუშევარი, რომელსაც სახელწოდება არ აქვს, მაგრამ „პურის თავთავებს“ დავარქმევდი, რომელზეც თეთრი დილაა დახატული. ეს ნამუშევრები შავ ფურცელზეა შესრულებული. მე ვთვლი, რომ ეფექტური და ლამაზი გამოვიდა. ისეთი, როგორიც მინდოდა და უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით.
– რამდენიმე დღის წინ, კინომსახიობთა თეატრში შენი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა…
– ჯგუფური გამოფენები მქონდა, მაგრამ ეს პირველი პერსონალური გამოფენაა. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ იქნება. გამოფენაზე სხვადასხვა ტექნიკით, გუაშით, ფანქრით, პასტელით, თითებით ნახატი 40-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. არის პორტრეტები და აბსტრაქციები, მაგრამ ძირითადად პეიზაჟებია. ამ თეატრში რამდენიმე წელია დავდივარ, შეჩვეული ვარ ამ გარემოს, მიცნობენ, თუმცა ბევრმა არც იცოდა, რომ ვხატავდი. ამიტომ, მინდოდა ჩემი შემოქმედება გამეზიარებინა და მათი აზრი გამეგო. გამოფენით ძალიან კმაყოფილი ვარ. გამოფენის გახსნაზე იმდენი ადამიანი მოვიდა, არც ველოდი. მიხარია, რომ პირველი პერსონალური გამოფენა ასეთი პოზიტიური გამოვიდა.
– სპექტაკლისთვის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ შექმენი ესკიზები…11198868_849790478403339_655559333_n
– 2013 წელს რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ შემომთავაზა სპექტაკლის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ გაფორმება. დავიწყე აკვარელში მუშაობა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა რთული იყო. არიან ადამიანები, რომლებიც დამეხმარნენ და რჩევები მომცეს. ახლა ყველაფერი დახატულია, დეკორაციებიც გაკეთებულია და სპექტაკლის დადგმას ველოდები.
ესკიზებზე მუშაობა, აბსოლუტურად განსხვავდება ხატვისგან. ჯერ პიესა უნდა წაიკითხო მთლიანად, გაიგო პერსონაჟი, ისე უნდა დახატო, რომ ეს ყველაფერი რეჟისორამდე, მსახიობამდე და მკერავამდეც კი უნდა მიიტანო. საკმაოდ, სათავგადასავლო საქმეა. მაგრამ საინტერესო იყო და საუკეთესო გამოცდილება მივიღე ამ ყველაფრისგან. ძალიან მომეწონა მუშაობა და თუ შემოთავაზება იქნება, ისევ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ.
– თამაშობ სპექტაკლებშიც…
– მასწავლებლებმა და მშობლებმა აღმოაჩინეს ჩემში მსახიობის ნიჭი და ბავშვობიდან არაერთ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. ბონდო მაცაბერიძის „ფაციკო“ და „ლომი და კურდღელი“ ჩემი პირველი სპექტაკლებია თუ, სკოლის სპექტაკლებს არ ჩავთვლით. ყველაზე საინტერესო იყი გიორგი აფხაზავს სპექტაკლი „გოდოს მოლოდინში“, სადაც ბიჭუნას როლს ვთამაშობ და საკუთარ თავს „გოდოს კაცს“ ვუწოდებ.
ვთვლი, რომ ძალიან დიდი სპექტაკლია და დიდი აზრი დევს მასში. სპექტაკლის ჩემი პერსონაჟი, მშვიდი, წყნარი, თამდაბალი და უცნაური ბუჭუნა ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. ახლა, სპექტაკლზე „ზაფხულის ღამის სიზმარზე“ ვმუშაობ. ამ სპექტაკლშიც საინტერესო როლი მაქვს. პერსონაჟი ხალისიანი და დადებითი პიროვნებაა.11210134_849790471736673_1555932422_n
საერთოდ, სცენა მომწონს და მიყვარს. ის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია. ზოგადად, კი ხელოვნებამ ცხოვრება სხვანაირად დამანახა. უფრო საინტერესო და ლამაზია ცხოვრება ხელოვნებით, ვიდრე მის გარეშე. ვფიქრობ, მომავალშიც შემოქმედებითი გზა ავირჩიო, მაგრამ რომელ სფეროში გავაგრძელებ მოღვაწეობას ჯერ არ ვიცი.
– უკრავ გიტარაზე…
– სამი წელია ვუკრავ კლასიკურ გიტარაზე. ბავშვობაში ნათესავმა მაჩუქა და ძალიან მიყვარს. სულ მინდოდა შემესწავლა ეს ინსტრუმენტი, მაგრამ პატარა ხელები მქონდა. როცა გავიზარდე, დედა შევაწუხე და ლექსო არეშიძესთან მიმიყვანეს, რომელიც ძალიან დამეხმარა.
– მინდა, რომ…
– მინდა საღებავები. ფერწერას სხვანაირი ხიბლი აქვს და უფრო ლამაზი გამოდის. მინდა, რომ ჩემ მიერ გაფორმებულმა სპექტაკლმა წარმატებით ჩაიაროს.

მზევინარ ხუციშვილი

11225960_849790468403340_195624776_n

11251666_849790491736671_374045524_n

11257662_849790488403338_796985570_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები