უკრაინა და ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებას ხელს უახლოეს კვირებში მოაწერენ
ევროკავშირი და უკრაინა ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს ხელს უახლოეს ხანში მოაწერენ,- ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკერმა გააკეთა.
“ევროკავშირი და უკრაინა ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს ხელს უახლოეს დღეებში ან უახლოეს კვირებში მოაწერენ”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
წინასწარი ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს კი მხარეები ხელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოაწერენ.