ყირიმისკენ რუსეთის 11 სამხედრო ავტომანქანის კოლონა მიემართება

  ყირიმში შესვლას რუსული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცების ახალი ნაკადი განაგრძობს, – ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ყირიმის თავდაცვის სამინისტროს მედიაცენტრის ხელმძღვანელი ვლადისლავ სელეზნიოვი წერს.
,,აღმოსავლეთ ყირიმიდან წყაროები იუწყებიან, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკას დღეს დილით 11 სამხედრო ავტომანქანა დაემატა, რომელიც ქერჩის მხრიდან შევიდა ყირიმის ნახევარკუნძულის სიღრმეებში“, – აცხადებს სელეზნიოვი. მისი თქმით, სამხედროები კარგად არიან მომზადებულნი.
,,სამხედრო ტექნიკის კოლონაში, რომელიც ამ წუთებში ყირიმში გადაადგილდება, საველე სამზარეულო, სანიტარული ტრანსპორტი, აბანოები და ზურგის გამგრებისთვის სხვა საჭირო მოწყობილობებია“,- აცხადებს ყირიმის თავდაცვის სამინისტროს მედიაცენტრის ხელმძღვანელი. მანვე განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის სიტუაცია კონტროლირებადია.
შეგახსენებთ, ყირიმში მყოფმა რუსმა ჯარისკაცებმა მანამდე განაცხადეს, რომ ,,თავს, როგორც კურორტზე, ისე გრძნობენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები