“МОЛОДАЯ ГРУЗИЯ” საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს 9 მაისის დღესასწაულის აღნიშვნისაკენ მოუწოდებს
ახალგაზრდული ორგანიზაცია “МОЛОДАЯ ГРУЗИЯ”, რომელიც 2015 წლის იანვარში, რუსეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტების მიერ შეიქმნა. 9 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს 9 მაისის დღესასწაულის აღნიშვნისაკენ მოუწოდებენ:
“გვიახლოვდება მეორე მსოფლიო ომში (1941-1945) გამარჯვების 70-ე წლისთავი. ქართველმა ხალხმა, სხვა ერებთან ერთად, უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში! ეს უნდა იცოდეს და უნდა ახსოვდეს, პირველ რიგში, თანამედროვე ახალგაზრდობას!
მოძრაობა «მოლოდაია გრუზია» მიიჩნევს, რომ 9 მაისი საერთო გამარჯვების დღეა! ეს დღე, მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებისა, ერთად უნდა იზეიმოს ქართველმა და რუსმა ხალხმა!
«მოლოდაია გრუზია» მოუწოდებს ქართველ ახალგაზრდებს როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში, მიიღონ მონაწილეობა საზეიმო ღონისძიებებში. ეს გახდება მაგალითი პატივისცემის იმ ორ ერს შორის, რომელთა წინაპრები ერთად იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ერთად აღვნიშნავდით იმ დიდ გამარჯვებას, როდესაც მელიტონ ქანთარიამ და მიხეილ ეგოროვმა ერთად აღმართეს დროშა რაიხსტაგზე. ჩვენ ვერ დავივიწყებთ სამწუხარო ფაქტებს უახლესი ისტორიიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვალდებულნი ვართ უკეთესობისკენ წავიყვანოთ ურთიერთობები! რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების აღდგენა, არის ერთ-ერთი ქმედითი გზა ყველა არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
კულტურა არის საზოგადოების შრომის ნაყოფი, რომელიც ქმნის და ინარჩუნებს მატერიალურ და სულიერ ღირებულებებს, «მოლოდაია გრუზია» თვლის, რომ რუსეთ საქართველოს კულტურული ურთიერთობების აღდგენის პროცესი, მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო საქართველოს კულტურის პალატის ეგიდით განხორციელებული, ფონდ «რუსკი მირი»-ს აღმასრულებელი დირექტორის ვლადიმერ კოჩინის და რუსეთის საზოგადოებრივი კავშირის «ნასლედნიკი პობედი»-ს თავჯდომარის, ვალერი კალიაკინის ვიზიტი საქართველოში. ამ ვიზიტის ფარგლებში, ცენტრალური და უმნიშვნელოვანესი ფაქტი გახდა შეხვედრა საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია მეორესთან, რომელიც გაჯერებული იყო ორ ერს შორის მომხდარი ისტორიული ფაქტების გამო გამოწვეული გულისტკივილით”, – ნათქვამია განცხადებაში.