ყირიმის კუნძულ დონუზლავთან რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი გემი ჩაძირეს

   დღეს დილით რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა კუნძულ დონუზლავთან შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი გემი ჩაძირეს. ამის შესახებ ყირიმის თავდაცვის სამინისტროს რეგიონულ მედიაცენტრში აცხადებენ.
,,დილის 8-ის ნახევარზე რუსებმა კუნძულ დონუზლავის შესასვლელთან მყვინთავებისთვის განკუთვნილი გემი ჩაძირეს. ამ დროისთვის კუნძულზე უკვე ორი გემია ჩაძირული – გუშინ გემი ,,ოჩაკოვი“ და დღეს მყვინთავების გემი“,- აცხადებენ მედიაცენტრში.
გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დილიდან, სავარაუდოდ, 30-მდე რუსული  სატვირთო ავტობუსის და მანქანების კოლონა შეამჩნიეს, რომლებიც ქერჩის მხრიდან ყირიმის მიმართულებით მოძრაობდნენ. სხვა მხრივ სიტუაცია ყირიმში ღამის განმავლობაში არ შეცვლილა. რუს ჯარისკაცებს ბლოკირებული აქვთ უკრაინული სამხედრო ნაწილები, თუმცა ჯერჯერობით რაიმე ზომების მიღებისგან თავს იკავებენ. რუსი ჯარისკაცების მიერ კვლავ გადაკეტილია ყირიმის შესასვლელი. ისინი ხალხს შერჩევით უშვებენ. გუშინ ყირიმის ტერიტორიაზე ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის მისიის წარმომადგენლები არ შეუშვეს. ამ მომენტისთვის ნახევარკუნძულზე ელექტროენერგიასთან, წყალთან, და პროდუქტებთან დაკავშირებით პრობლემები არ არის. ასევე შესაძლებელია ბლოკირებულ ტერიტორიებზე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სხვადასხვა გზით საჭირო ნივთების მიწოდება,-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. ასევე ცნობილია, რომ ყირიმში არ არის აღდგენილი უკრაინული არხების: ,,1+1“ და ,,5 არხის“ მაუწყებლობა. ამ ეტაპისთვის მათ სიხშირეზე რუსეთის „24 არხი“ მაუწყებლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები