რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
დღეს რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება. კომპანია “რუსთავის წყალის”ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი „ხრამი-რუსთავის”, 800 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე კომპლექსური ტექნიკური სამუშაოებია.
დღეს დილის 09:00-დან 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოსახლეობას, წარმოება-დაწესებულებებს, საავადმყოფოებსა და სხვა ობიექტებს, ხოლო გარდაბანში მხოლოდ რაიონულ ცენტრს.
კომპანია “რუსთავის წყალი” შეეცდება, სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს და წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი შეძლებისდაგვარად შეამციროს.