ხვალ შსს-ს აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება

ხვალ შსს-ს აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციას აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული გახსნიან.
შს სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში – „კონსტიტუციური სახელმწიფო გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ“ მონაწილეობას მიიღებენ შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები, ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის და მიგელ დე სერვანტესის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორები და ანალიტიკოსები. კონფერენციის დასასრულს მადრიდის ნებრიხას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები