ნარკოტიკების გადატანის ახალი მეთოდი არგენტინაში

   არგენტინაში ნარკოტიკების გადატანის ახალი მეთოდი გამოააშკარავეს. ადგილობრივმა პოლიციამ 5 ადგილობრივი და ერთი ესპანელი დააკავა, რომლებსაც “კოკაინი” თხილამურებით გადაჰქონდათ. სამართალდამცველების განცხადებით, დაჯგუფებამ ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა თხილამურს დაპრესილი ნარკოტიკით ავსებდნენ და შემდეგ დამცავი ფენით ფარავდნენ. ერთ თხილამურში ერთი კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერების მოთავსება იყო შესაძლებელი. სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 7 წყვილი თხილამური, 50 აბი “ექსტაზი” და 24 კილოგრამი “კოკაინი” აღმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები