რუს მილიარდერებზე უკრაინა-რუსეთის კონფლიქტმა ორ დღეში იმოქმედა

  ეკონომიკური ჟურნალი “ფორბსი” ანალიზს აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რამდენმა მოსკოველმა ოლიგარქმა რა თანხა დაკარგა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო. უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი ყველაზე მეტად შაბათს, 1 მარტს გამწვავდა, როდესაც პუტინმა ფედერაციის საბჭოსგან ყირიმის ტერიტორიაზე ჯარის შეყვანის ნებართვა მიიღო.
ბაზარზე მოსკოვის გადაწყვეტილებამ ორი დღის შემდეგ, 3 მარტს იმოქმედა. შეიარაღებული დაპირისპირების შესაძლებლობა და რუსეთის მიმართ დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების გამოყენების მუქარა, ინვესტორებისათვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ლეონიდ მიხელსონი – 1,34 მლრდ; გენადი ტიმჩენკო – 1,27 მლრდ; ვაგიტ ალეკპეროვი – 694 მლნ; ალიშერ უსმანოვი – 654 მლნ; მიხეილ პროხოროვი – 324 მლნ; რომან აბრამოვიჩი – 113 მლნ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები