ვენესუელაში შეტაკებების შედეგად თერთმეტი ადამიანი გარდაიცვალა

  ვენესუელაში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა დედაქალაქ კარაკასში და ქვეყნის რამდენიმე მსხვილ ქალაქში ბარიკადები აღმართეს. დემონსტრანტებმა საგზაო მოძრაობა გადაკეტეს და ქუჩებში ხანძრები გააჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ კარაკასში ბარიკადების დაშლის დროს 2 ბაიკერი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, სამთავრობო ძალებთან შეიარაღებული შეტაკებების გამო დაღუპულია 11 და დაშავებულია 130-ზე მეტი ადამიანი. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები