მაიდნის აქტივისტებმა კიევში რუსეთის საელჩო ალყაში მოაქციეს

  „მაიდნის თვითმართველობის“ წევრმა აქტივისტებმა კიევში რუსეთის საელჩო ალყაში მოაქციეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს არ დაუშვებენ. დღესვე რუსეთის საელჩოსთან მიტინგი იგეგმება, სადაც უკრაინის მოქალაქეები მათი ქვეყნის მიმართ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას გააკრიტიკებენ. აქციის ორგანიზატორები ასევე აქციის – „უშველეთ უკრაინას“, „შეწყვიტეთ ომი!“ გამართვას ინტერნეტით, ფეისბუქითაც გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები