კანადა ქვეყნიდან რუს სამხედროებს აძევებს
კანადის ხელისუფლება რუს სამხედროებს ქვეყნიდან აძევებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „CTVNews“- ზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. კანადამ სამხედროებს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 24 საათი მისცა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, რუსი სამხედროები კანადაში ენის შესასწავლად და სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდნენ. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანადამ რუსი სამხედროების გაძევების გადაწყვეტილება ყირიმში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გაპროტესტების ნიშნად მიიღო.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ კანადის პრემიერ-მინისტრმა, სტივენ ჰარპერმა აღნიშნა, რომ კანადა რუსეთთან დაგეგმილ ყველა ორმხრივ ურთიერთობას წყვეტს.