ნიდერლანდებმა ვიქტორ იანუკოვიჩის მოკავშირეების აქტივები გაყინა

   ნიდერლანდების ხელისუფლებამ უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მოკავშირეების აქტივები გაყინა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ქვეყნის ხელისუფლებამ საეჭვო უკრაინული აქტივების რამდენიმე ასეული მილიონი ევრო გაყინა. ეს ეხება თანხებს, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის ყოფილი ხელისუფლების 18 წარმომადგენლის მიერ კონტროლირებად საწარმოებთან“,- განაცხადა ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრმა იერუნ დეისელბლუმმა. როგორც ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ამ ადამიანებმა, უკრაინის ბიუჯეტიდან მილიარდობით ევრო გაზიდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, იერუნ დეისელბლუმს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა გაყინულ აქტივებს შორის უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ან მისი უფროსი ვაჟის ალექსანდრეს აქტივები, რომელსაც ჰოლანდიაში ორი კომპანია აქვს დარეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები