იანუკოვიჩი კლინიკაში ინფაქტის დიაგნოზით მოათავსეს

  უკრაინული სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ცნობით, ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. როგორც რუსული გამოცემა აღნიშნავს, იანუკოვიჩი კლინიკაში ინფარქტის დიაგნოზით მოათავსეს. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო “უნიანი” სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ცოცხალი აღარ არის. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად საგენტომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს ვიტალი ჩურკინსა და რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები