უკრაინის პრეზიდენტი ყირიმის რადას დაუყოვნებლივ დაშლის ინიციატივით გამოდის

  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა რეფერენდუმის 16 მარტის ჩატარებასთან დაკავშირებით ყირიმის უმაღლესი რადას გადაწყვეტილება შეაჩერა,- ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე უკრაინის უმაღლეს რადაში, ყირიმის პარლამენტის დაუყოვნებილივ დაშლის ინიციატივით გამოვიდა.
,,ყირიმის უმაღლესმა რადამ, რომელიც სრულად კონტროლდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ, მიღო უკანონო გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური და იურიდიული ძალის არმქონე. ის ეწინააღმდეგება უკრაინელი ხალხის ნებას და ყირიმში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესებს. უკრაინის ტერიტორია არსებულ საზღვრებში, რომელიც აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, ხელშეუხებელი და სუვერენულია. უკრაინის კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, გამორჩეულად, ხაზს ვუსვამ – გამორჩეულად, საერთო უკრაინულ რეფერენდუმზე არის მხოლოდ შესაძლებელი უკრაინის ტერიტორიისა და მისი საზღვრების შეცვლა. სხვათაშორის, ადგილობრივი რეფერენდუმის ათ დღეში ჩატარებაც კი, შეუძლებელია. ამიტომაც, ეს არის ფარსი. ეს არის დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ – ორგანიზებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ. ჩემთვის მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მე შევაჩერე ყირიმის პარლამენტის გადაწყვეტილება. უკრაინის უმაღლეს რადაში მოვახდინე ინიცირება ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის რადის დაშლის შესახებ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვენის სუვერენიტეტს“, – განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები